თეგებით ძიება

შინაური მტერი რომ ყველაზე დიდი მტერია ხოლმე, ამას ისტორიული ფაქტებიც მოწმობს - შალვა პაპუაშვილი

შინაური მტერი რომ ყველაზე დიდი მტერია ხოლმე, მე მგონი, ამას ისტორიული ფაქტებიც მოწმობს - ქართული ციხე, სამწუხაროდ, შიგნიდან ტყდება ხოლმე,- ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა კითხვას საქართველოსთვის ვინ უფრო დიდი მტერია, რუსეთი თუ საქართველოს ოპოზიცია.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, დღეს საქართველოში კიდევ არიან იმ ადამიანების შთამომავლები, რომლებმაც გათქვეს, რომ ერეკლე მეფეს მეზარბაზნეები არ ჰყავდა, პაპუაშვილის შეფასებით, სწორედ ამ ადამიანების გამო ვერ მიიღო საქართველომ გასულ წელს კანდიდატის სტატუსი.

„შინაური მტერი რომ ყველაზე დიდი მტერია ხოლმე, მე მგონი, ამას ისტორიული ფაქტებიც მოწმობს და ჩვენ გვყავს, სამწუხაროდ, საქართველოში როგორც პოლიტიკურ, ისე სხვა სეგმენტებში ხალხი, რომლებიც არიან სულიერი შთამომავლები მათი, ვინც თავის დროზე ერეკლეს ზარბაზნების საკითხებზე ხმამაღლა ყვიროდნენ, რომ ერეკლეს მეზარბაზნეები არ ჰყავსო. ასეთი ჯგუფები საქართველოში დღესაც არიან, ამას ვხედავთ ჩვენ. ეს პერიპეტია მთელი წელიწადნახევარი რაზე იყო და რატომ იყო საქართველო ასეთ მდგომარეობაში?! იმიტომ, რომ ჩვენ გვყავს ჯგუფები, რომლებმაც შეძლეს შარშან ივნისში, რომ შეეფერხებინათ კანდიდატის სტატუსის მონიჭება იმით, რომ შექმნეს ყალბი აღქმები ქვეყანასთან დაკავშირებით და ვხედავთ, რომ დღესაც ცხვირ-პირი ჩამოსტირით, რადგან ხედავენ, რომ კანდიდატის სტატუსი შეიძლება მოგვენიჭოს. ქართული ციხე, სამწუხაროდ, შიგნიდან ტყდება ხოლმე და როგორც ჩანს, ეს ჯგუფები არიან მსურველები, რომ ციხეს შიგნიდან ძალიან ბეჯითად გამოაცალონ სხვადასხვა საყრდენი იმისთვის, რომ ჩამოანგრიონ ციხის კედლები. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ამას ცდილობენ ბოლო 11 წელია და თავის მიზანს ვერ აღწევენ“,- განაცხადა პაპუაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა