თეგებით ძიება

ისრაელის პრეზიდენტის შვილი ღაზაში იბრძვის

ისრაელის პრეზიდენტის, იცხაკ ჰერცოგის შვილი ღაზის სექტორში იბრძვის. ამის შესახებ ინფორმაცია იცხაკ ჰერცოგის ცოლმა, მიქალ ჰერცოგმა გაავრცელა. 

"ჩვენ არ გვქონია მასთან კომუნიკაცია ბოლო დროს, თუმცა იმედებს ვინარჩუნებთ" - უთხრა მიქალ ჰერცოგმა ისრაელის საზოგადოებრივ მაუწყებელს. 

იცხაკ ჰერცოგს და მიქალ ჰერცოგს სამი ვაჟი ჰყავთ. ჯერჯერობით ინფორმაცია არ დაზუსტებულა, თუ პრეზიდენტის რომელი ვაჟი იბრძვის ღაზის სექტორში. 

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა