„პიკის საათებში ჩართეთ ხოლმე ორივე რომ ხალხს ასეთ მდგომარეობაში არ მოუწიოს ყოფნა“ - რა ხდება მეტროში?
სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტო, სადაც ჩანს, რომ პიკის საათებში მეტროს სადგური „ახმეტელის თეატრი“ მთლიანად ხალხითაა სავსე და გადაადგილება ჭირს.
„მეტრო ახმეტელი ❗️
მხოლოდ 1 ესკალატორია ჩართული❗️
პიკის საათებში ჩართეთ ხოლმე ორივე რომ ხალხს ასეთ მდგომარეობაში არ მოუწიოს ყოფნა❗️ან ძალით აკეთებთ და სჯით ქართველებს იმისთვის რომ აგირჩიეს? “ ვკითხულობთ ფეისბუქის გვერდზე „ჩემი ქალაქი მკლავს“.