ტექნიკური პრობლემის გამო, ბათუმი-თბილისის რეისი შეფერხდა - საქართველოს რკინიგზა
საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, ტექნიკური პრობლემის გამო, ბათუმი-თბილისის რეისი შეფერხდა.
„მაღალი ძაბვის ქსელზე შექმნილი ტექნიკური პრობლემის გამო, შეფერხდა ბათუმი-თბილისის რეისი. საქართველოს რკინიგზის ტექნიკური ბრიგადა უკვე მუშაობს და უმოკლეს პერიოდში (მაქსიმუმ 30 წუთში) ვიმედოვნებთ მოძრაობის განახლებას“,- აღნიშნულია რკინიგზის განცხადებაში.