„რატის ბარში“ 2 ადამიანი დაჭრეს
თბილისში ბარათაშვილზე, „რატის ბარში“ 2 ადამიანი დაჭრეს.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდები ერთმანეთს დანებით დაუპირისპირდნენ. დაპირისპირებისას 2 ადამიანი დაიჭრა, ერთმა პირმა კი ფიზიკური დაზიანება მიიღო. დაჭრილები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.
უწყების ცნობით, დაკავებულია ერთი პირი.
რა გახდა სისხლიანი გარჩევის მიზეზი უცნობია.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 19 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.