თეგებით ძიება

„ცდილობთ ადამიანებს დამაშოროთ, ვისთვისაც მე ვცხოვრობდი და ვმღეროდი, მსხვერპლად ვწირავდი ჯანმრთელობასა და პირად ცხოვრებას“ - ალა პუგაჩოვა

ალა პუგაჩოვამ რუსეთი ისევ დატოვა და ამჟამად ლატვიის ქალაქ სიგულდაში ქმართან, კომიკოს მაქსიმ გალკინთან ერთად იმყოფება. პუგაჩოვამ სოციალურ ქსელში წერილი გამოაქვეყნა და თავის არაკეთილმოსურნეებს მიმართა:

"სასაცილო და სევდიანია შეუმდგარი, შურიანი და ჭორიკანა ხროვის ყურება.

ძალიან სასაცილონი ხართ. რომ იცოდეთ, ზუსტად თქვენ გიწოდეთ მონები და ყმები, ამ შემთხვევაში ხალხი არაფერ შუაშია, ხალხი სიტუაციის მსხვერპლია. მიყვარს და მეცოდება, თქვენ კი თქვენი ჩემდამი უზრდელური გამონათქვამებით, აბსურდული, გამოგონილი ისტორიებითა და თავხედი ტყუილით ცდილობთ ადამიანებს დამაშოროთ, ვისთვისაც მე ვცხოვრობდი და ვმღეროდი, მსხვერპლად ვწირავდი ჯანმრთელობასა და პირად ცხოვრებას.

როგორც არ უნდა ეცადოთ, ეს არ გამოგივათ. ასე რომ, ნუ ხარჯავთ ძალებსა და ფულს ფუჭად ჩემი ან ჩემი ცხოვრებისა და შემოქმედების გასანადგურებლად. ჩემი მრავალმილიონიანი თაყვანისმცემლების არმია არ მიღალატებს! [...]

ჩემს ფულს ითვლით? [...] ფულში არ არის ბედნიერება. მთავარი ბედნიერება თავისუფლებაა, რომელსაც მე ჩემში ვინახავ, ამით ვცხოვრობ და იმედი მაქვს მოვესწრები და ვნახავ ნათელის ბნელზე, სიკეთის ბოროტებაზე და სიმართლის სიცრუეზე გამარჯვებას"- წერს ალა პუგაჩოვა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა