ნორვეგიელმა დეპუტატმა Boss-ის სათვალე, ექვსი შეკვრა ყველი და ერთი შეკვრა შებოლილი ორაგული მოიპარა
ნორვეგიელმა დეპუტატმა ბიორნარ მოქსნესმა, რომელმაც ზაფხულში ოსლოს აეროპორტში ძვირად ღირებული Hugo Boss-ის სათვალე მოიპარა და ამის გამო მემარცხენე პარტიის ლიდერობაზე უარი თქვა თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც ოსლოს აეროპორტში ძვირად ღირებული Hugo Boss-ის სათვალე მოიპარა, ოსლოს სასურსათო მაღაზიაში ქურდობის 5 ფაქტი აღიარა.
ბიორნარ მოქსნესმა პოლიციაში დარეკა და განაცხადა, რომ მას ფსიქიკური პრობლემები აქვს.
Verdens Gang-ი წერს, რომ ოქტომბერსა და ნოემბერში ოსლოს სასურსათო მაღაზიაში მომხდარი ქურდობის ფაქტების შესახებ პოლიციის ანგარიშის გაცნობის შემდეგ დაუკავშირდა მოქსნესს. მისი ადვოკატის თქმით, მოქსნესმა პოლიციიდან გამოძახება ქურდობის ხუთ ფაქტთან დაკავშირებით მიიღო.
„ყოველ ჯერზე ეს არის მცირე რაოდენობით, 500 ნორვეგიულ კრონამდე. მაღაზიაში არ გვითხრეს პროდუქტის ზუსტი ფასი“, - განაცხადა დეპუტატის ადვოკატმა.
Verdens Gang-ის მიერ მოპოვებული მასალების თანახმად, საქმე აღძრულია ექვსი შეკვრა ყველის და ერთი შეკვრა შებოლილი ორაგულის ქურდობის ფაქტზე. პოლიციის განცხადებით, პროდუქტის ქურდობის გამო ციხეში ძალიან იშვიათ შემთხვევაში ხვდებიან. ჩვეულებრივ, დამნაშავეებს პროდუქტის ღირებულების დაფარვას და გარკვეული საჯარიმო თანხის გადახდას სთავაზობენ.
მოქსნესის თქმით, მას პოლიციამ 15 000 კრონის (1350 დოლარი) გადახდა შესთავაზა და იგი დათანხმდა. დეპუტატმა ვერ უპასუხა (ან არ მოისურვა ეპასუხა) Verdens Gang-ის რამდენიმე შეკითხვას, მაგალითად, რატომ განაგრძო მან ქურდობა მას შემდეგ, რაც დაიჭირეს ამ ზაფხულს, როდესაც მიხვდა, რომ პრობლემა ჰქონდა და რამდენ ხანს გრძელდებოდა ეს.
ძალიან ძნელია აღიარო საკუთარი თავის და სხვების წინაშე, რომ გაქვს პრობლემები ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, მე ეს შევძელი - ამბობს იგი Verdens Gang-თან, თავის ფეისბუქზე კი წერს:
„ვწუხვარ, რომ ბევრს გავუცრუე იმედი და ამან ხელი შეუშალა იმ მნიშვნელოვან საქმეს, რომელსაც Rødt (ნიშნავს წითელს, არის მარქსისტული იდეილოგიის პარტია - „აიპრესი") აკეთებს".
პარტიის ახალი ლიდერი მარი სნევ მარტინუსენი ამბობს, რომ არაფერი იცოდა, სანამ მას თავად ბიორნარ მოქსნესმა არ აცნობა არსებული პრობლემების შესახებ.
სამწუხაროა, რომ ადრე არაფერი ვიცოდით, ახლა კი მას დახმარება სჭირდება და ჩვენ (მოქსნესის ჩათვლით Rødt პარლამენტში 8 დეპუტატი ჰყავს - „აიპრესი") მას ყველანაირად დავეხმარებით, - ამბობს მარი სნევ მარტინუსენი.
ექიმმა ბიორნარ მოქსნესს ბიულეტენი დღეიდან 27 ნოემბრის ჩათვლით გაუხსნა.
წყარო: აიპრესი