„გული მწყდება, რომ გაუსამართლებლად და დაუსჯელად წავიდა. მას ეს არ დაუმსახურებია“ - ზაზა ბიბილაშვილი კიტოვანზე
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ზაზა ბიბილაშვილი თენგიზ კიტოვანის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:
„თენგიზ კიტოვანი მომკვდარა.
ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების შეიარაღებული გზით დამხობის შემომქმედი, ირ. კობახიძის მამასთან, გოგა ხანდრავასთან და კიდევ რამდენიმესთან ერთად.
კაცი, რომელსაც პუტჩის დროს რუსი გენერლების კაბინეტში, "ზაკვოს" შენობაში, ეძინა.
მთელი თაობის წამალში და კრიმინალში ჩამწვენი. თბილისისა და საქართველოს გადამწვავი.
რომ არა კიტოვანი, ალბათ ჯერ კიდევ 2004 წელს, ბალტიის ქვეყნებთან ერთად შევიდოდით ევროკავშირსა და ნატოში.
...გული მწყდება ძალიან. გული მწყდება, რომ გაუსამართლებლად და დაუსჯელად წავიდა.
მას ეს არ დაუმსახურებია.
ეგებ სიკვდილის მერე მაინც შევაფასოთ ეს მონსტრი - თუ ოდნავი თავმოყვარეობა გვაქვს. ერთხელ მაინც ვისწავლოთ საკუთარ შეცდომებზე.“