„კიტოვანი სიკვდილამდე უნდა გასამართლებულიყო, თორემ სიკვდილი ადვილია. განსაკუთრებით იმ ქვეყანაში, სადაც ჯაბა იოსელიანი ჯერ კიდევ დიდუბის პანთეონში ასვენია“ - კვესიტაძე
ჟურნალისტი, ეკა კვესიტაძე თენგიზ კიტოვანის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ასე ეხმაურება:
„კიტოვანი სიკვდილამდე უნდა გასამართლებულიყო და პასუხი უნდა ეგო ჩადენილი დანაშაულებებისთვის და
იმ ბოროტებისთვის, რაც ქვეყანას დამართა. ასე იზეიმებდა ისტორიული სამართლიანობა. თორემ სიკვდილი ადვილია. განსაკუთრებით იმ ქვეყანაში, სადაც ჯაბა იოსელიანი ჯერ კიდევ დიდუბის პანთეონში ასვენია.“