თეგებით ძიება
14. 11. 2023 მსოფლიო

ბურკინა-ფასოში ერთ-ერთ სოფელზე თავდასხმისას 70 ადამიანი დაიღუპა

სულ მცირე 70 ადამიანი დაიღუპა. ძირითადად ქალები და ბავშვები ბურკინა-ფასოში, სოფელ ზაონგოზე თავდასხმისას. ამის შესახებ ქვეყნის პროკურატურა იუწყება. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმა ჯიჰადისტურმა დაჯგუფებამ მოაწყო. ბურკინა-ფასო მსოფლიოში ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყანაა და მოსახლეობაზე ისლამისტების თავდასხმები იქ რეგულარულად ხდება.

გასულ წელს ბურკინა-ფასოში ორი სამხედრო გადატრიალება მოხდა, მეზობელ მალიში 2015 წელს მომხდარი ისლამისტური აჯანყების შემდეგ ამ დაჯგუფებების მოქმედება ბურკინა-ფასოზეც გავრცელდა. მას შემდეგ იქ სულ მცირე 17 ათასი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 2 მლნ-მდე იძულებული გახდა, რომ სახლები დაეტოვებინა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა