თეგებით ძიება

იტალიაში ცირკიდან გაქცეული ლომის დაჭერას რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდნენ (ვიდეო)

იტალიაში, ქალაქ ლადისპოლიში ცირკიდან ლომი გაიქცა და ქალაქის ქუჩებში რამდენიმე საათის განმავლობაში დასეირნობდა. ამის შესახებ The Guardian-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ლომმა სახელად კიმბამ თავისი ვოლიერიდან გასვლა დღის მეორე ნახევარში მოახერხა. ადგილობრივებს ამის შესახებ ქალაქის მერმა, ალესანდრო გრანდომ სოციალური ქსელების მეშვეობით შეატყობინა და სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.

კიმბა დაახლოებით 6 საათის შემდეგ დაიჭირეს. პოლიციელებმა ცხოველის დაძინება და ცირკში დაბრუნება მოახერხეს. კიმბას გასეირნების ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელებში მოხვდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა