თეგებით ძიება
14. 11. 2023 მსოფლიო

ისრაელი და "ჰამასი“ მძევლების გაცვლაზე მოლაპარაკებას აწარმოებენ

ისრაელი და „პალესტინური დაჯგუფება „ჰამასი“ მძევლების გაცვლაზე მოლაპარაკებას აწარმოებენ. გამოცემა The Washington Post-ის ცნობით ამ საკითხზე შეთანხმება პრაქტიკულად მიღწეულია.

როგორც ამერიკულ გამოცემას ისრაელელმა მაღალჩინოსანმა აცნობა, „ჰამასის“ მიერ ისრაელიდან გატაცებული ქალების და ბავშვების სანაცვლოდ ისრაელი მის ციხეებში მყოფ პალესტინელ ქალებს და ახალგაზრდა კაცებს გაათავისუფლებს.

მძევლების გაცვლის დროს გამოცხადებული იქნება ცეცხლის შეწყვეტა, რომელიც, სავარაუდოდ, 5 დღეს გაგრძელდება.

ამასთანავე, ისრაელის ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ ღაზაში სამხედრო ოპერაცია „ჰამასის“ სრულ განადგურებამდე გაგრძელდება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა