წელს თბილისს ახალი ნაძვის ხე ექნება - კახა კალაძე
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, წელს თბილისს საახალწლოდ ახალი ნაძვის ხე ექნება.
როგორც მან თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რუსთაველის გამზირი საახალწლოდ დეკემბრის დასაწყისში მოირთვება, მთავარი ნაძვის ხე 15 დეკემბერს აინთება.
„საახალწლო სამზადისი უკვე დაწყებულია. 30-ზე მეტ ქუჩაზე უკვე განთავსებულია საახალწლო ილუმინაციები. რუსთაველის გამზირი დეკემბრის დასაწყისში ახალი განათებებით მოირთვება. მეტი ვიზიტორი ეყოლება ჩვენს ქალაქს. თბილისი, ახალ 2024 წელს, ახალი მთავარი ნაძვის ხით შეხვდება. გასულ წელს ნაძვის ხეს ცეცხლი მოეკიდა, ფოერვერკი ესროლეს და სახანძროს ჩართულობით მოხდა ცეცხლის ჩაქრობა. ნაძვის ხე დაზიანდა. მოგვიწია ახალი ნაძვის ხის ყიდვა. 15 დეკემბერს ვგეგმავთ მთავარი ნაძვის ხის ანთებას. იქნება შესაბამისი კონცერტი. 16 დეკემბერს იგეგმება უკვე საახალწლო სოფლის გახსნა. სოფელი განთავსებული იქნება დედაენის ბაღსა და ორბელიანის მოედანზე. ეს ორი ლოკაცია იქნება. რაც შეეხება გალა - კონცერტს, ყველა მსურველს რესპუბლიკის მოედანზე ვუმასპინძლებთ 31 დეკემბერს. გპირდებით, რომ ჩვენი ქალაქი წელს იქნება ძალიან ლამაზი“, - განაცხადა კახა კალაძემ.