თეგებით ძიება

"გავოგნდით, მაგრამ შემდეგ ძალიან ბევრი ვიცინეთ“ - ქალი, რომელიც ორი საშვილოსნოთი დაიბადა, ახლა ორივეთი ორსულად არის

32 წლის ამერიკელი ქალი, რომელიც ორი საშვილოსნოთი დაიბადა, ახლა ორივეთი ორსულად არის.

ქალმა 17 წლის იყო, როდესაც შეიტყო, რომ საშვილოსნოს დიდელფიზი (uterus didelphys) ჰქონდა — იშვიათი მდგომარეობა, რომლის დროსაც, ადამიანს ორმაგი საშვილოსნო აქვს. სტატისტიკურად, ასეთი რამ ქალების 0,3 პროცენტში გვხვდება.

მაისში, ორსულობის მერვე კვირაზე, ულტრაბგერაზე ვიზიტისას, სამი შვილის დედამ შეიტყო, რომ ის არა მხოლოდ ტყუპებს ელოდებოდა, არამედ უფრო მეტიც - ნაყოფი ორივე საშვილოსნოში იყო წარმოდგენილი.

„გავოგნდით, მაგრამ შემდეგ ძალიან ბევრი ვიცინეთ“, -  წერს კელესი.

წყარო - digest.pia.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა