"მისმა სიკვდილმა დროზე ადრე დამაბერა…" - რას იხსენებს გია სურამელაშვილი? (ვიდეო)
მერიკო კარტოზიამ აშშ-ში გია სურამელაშვილი ჩაწერა და გადაცემის წამყვანთან ერთად საჭმელი მოამზადა.
მან ბევრი ამბავი გაიხსენა, რაც მაყურებლისთვის საინტერესო აღმოჩნდა.
„მე რაც მინდა, იმას ვაკეთებ. მოსამსახურე არ მყავს. ვერთობი და გულს ვაყოლებ. მე ხომ 11 წელი მოსკოვში ვცხოვრობდი, საღამოობით ვმღეროდი, დღე რა უნდა მექნა? დღე მთელი დღე მელაპარაკებოდა. ვჭორაობდით. მაცივარი მიყვარს სავსე. რა წუთშიც რა მომინდება, ის უნდა მოვამზადო. ქათმის ხორცი ყოველთვის მიყვარდა და დედა მიყვებოდა, როგორ უნდა მომემზადებინა კერძი. თან ვაკეთებდი, თან მეჭორავებოდა… მისმა სიკვდილმა დროზე ადრე დამაბერა… სასწაული დედა-შვილობა გვქონდა…“, - განაცხადა გიამ.