თეგებით ძიება

მოვუწოდებ ოპოზიციას, მაგალითი მოგვეცით და იარეთ ველოსიპედით - ირაკლი ზარქუა

მოვუწოდებ ოპოზიციას, მაგალითი მოგვეცით და იარეთ ველოსიპედით, ვისაც მანქანები გემსახურებათ - რაც შეეხება ხელფასებს, ხომ ხართ მაგრები, ხომ მოდიხართ ხელისუფლებაში?! ყოველთვის შეგახსენებთ, რომ მომატებული ხელფასი არ აიღოთ და საქველმოქმედო ფონდს გადაურიცხოთ,- ამის შესახებ საპარლამენტო ოპოზიციის წევრმა ირაკლი ზარქუამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარლამენტის წევრების ანაზღაურების ზრდის თაობაზე რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების განხილვისას განაცხადა.

ზარქუა ოპოზიციას პოპულიზმში ადანაშაულებს და ამბობს, რომ შეუძლებელია საზოგადოებას ამით თავი მოაწონო.

„ყველაფერს აქვს საზღვარი - შეუძლებელია, რადგან არჩევნებია მოახლოებული, რომ იაფფასიანი პოპულიზმით თავი მოაწონო [საზოგადოებას]. ოპოზიციიდან ვისმენდი, მანქანები რაში გჭირდებათო, დათვლა დაიწყეს, გავყიდოთ და ველოსიპედით იარეთო. ამას ამბობდა ის ადამიანი, რომელიც წინა მოწვევაში სწორედ იმ მანქანით - შავი Camry-ით დადიოდა, რომელიც ახლა სხვას ემსახურება. მაშინ არ ჰქონდა ეს მიდგომა და პრეტენზია, არც ეს ველოსიპედები გახსენებია მაშინ, მაგრამ ახლა გაახსენდა იმიტომ, რომ ხვალ არჩევნებია. ეს იაფფასიანი პოპულიზმია. მოვუწოდებ ოპოზიციას - ძალიან ბევრს გემსახურებათ მანქანა, რაც რეგლამენტითაა დაწესებული - ჩამობრძანდით და ველოსიპედებით იარეთ. ვთხოვ პარლამენტის აპარატს, შევუძინოთ! გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა, მაგალითი მოგვეცით, იარეთ ველოსიპედით, ვისაც მანქანები გემსახურებათ“, - განაცხადა ზარქუამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა