თეგებით ძიება

„უბრალოდ წაიკითხეთ, დაუჯერებელი ამბავია“ - რას წერს აკა სინჯიკაშვილი? (ფოტო)

ქველმოქმედი, აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„ვართ მაღალმთიან სოფელში და  რა ამბავი ტრიალებს, უბრალოდ წაიკითხეთ, დაუჯერებელი ამბავია.

ბავშვები ობლები არიან. დედაც გარდაეცვალათ და მამაც. ამის შემდეგ ბავშვებს უვლიდა ბებო, რომელიც ასევე გარდაიცვალა. შემდეგ, მეორე ბებომ აიღო ბავშვებზე მზრუნველობა და ღმერთოჩემო, ისიც გარდაიცვალა. ახლა, მათი ბიძა ჩამოვიდა და  ის ზრდის ობლებს. ბიძა ავად გახდა და ახლა საავადმყოფოში წევს.

ამწამს ბავშვებს, ერთერთი ბებიის და უვლის, სანამ ბიძა საავადმყოფოდან გამოვა. ბავშვებს, ნორმალური დასაძინებელი ოთახიც კი არ აქვთ. 

ძმებს კიდევ ერთი და ჰყავთ და ამ სამი ბავშვიდან, ორი შეზღუდული შესაძლებლობებისაა.

წარმოგიდგენიათ, რა ხდება?!  

ვიწყებთ ბავშვებისთვის ოთახის აშენებას და გარემონტებას. 

ვეცდებით ყველაფერი გავუკეთოთ და გთხოვთ,  მოგვეხმარეთ სასწრაფოდ ყველა.

ფული შეგიძლიათ ჩარიცხოთ - 

ანგარიშის ნომერი: საქართველოს ბანკი

#GE35BG0000000144817300

აკაკი სინჯიკაშვილი

თიბისიბანკი

#GE90TB7603845061100016

PayPal - [email protected] 

უცხო ქვეყნებიდან შეგიძლიათ გამოგზავნოთ გზავნილით - Akaki Sinjikashvili

#სიკეთეგადამდებია“ - წერს სინჯიკაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა