თეგებით ძიება

ვინ არის დმანისში მოკლული 18 წლის ბიჭი და რას ჰყვებიან ადგილობრივები? - სისხლიანი გარჩევის დეტალები

დმა­ნი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ამამ­ლოს ახალ­გაზ­რდებს შო­რის სტა­დი­ონ­ზე და­წყე­ბუ­ლი სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბა მკვლე­ლო­ბით დას­რულ­და. შემ­თხვე­ვა გუ­შინ სა­ღა­მოს მოხ­და. მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი არას­რულ­წლო­ვა­ნი 15 წლის გუ­სე­ინ ნა­სი­ბო­ვია და ის სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა უკვე და­ა­კა­ვეს.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გუ­შინ სა­ღა­მოს ახალ­გაზ­რდე­ბი სტა­დი­ონ­ზე იყ­ვნენ შეკ­რე­ბი­ლე­ბი და ფეხ­ბურთს თა­მა­შობ­დნენ. სწო­რედ ამ დროს მოხ­და 15 წლის ბი­ჭ­სა და 18 წლის ახალ­გაზ­რდას შო­რის სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბა.

გუ­სე­ინ ნა­სი­ბოვ­მა 18 წლის ელ­ვინ გუ­სე­ი­ნო­ვი და­ნით დაჭ­რა. ახალ­გაზ­რდა დმა­ნი­სის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნამ­დე გარ­და­იც­ვა­ლა.

"ბი­ჭე­ბი ფეხ­ბურთს თა­მა­შობ­დნენ, როცა ჩხუ­ბი და­ი­წყო. ბრალ­დე­ბუ­ლის ბა­ბუა სკო­ლის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლეა, ისიც ამა­ვე სო­ფელ­ში ცხოვ­რობს. დაჭ­რი­ლი დმა­ნი­სის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მი­იყ­ვა­ნეს, მაგ­რამ უკვე გარ­დაც­ვლი­ლი იყო. წუ­ხელ გვი­ან ღა­მით ოჯა­ხის წევ­რებ­მა რო­დე­საც გა­ი­გეს, რომ ბიჭი გარ­დაც­ვლი­ლი იყო, სა­ა­ვად­მყო­ფოს შე­ნო­ბის შუ­შე­ბი და­ა­ზი­ა­ნეს", - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

საქმეზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა