თეგებით ძიება

"გახარიას ყველგან ვალები აქვს, გადამგდებია... თანაპარტიელებს ავტომობილები და ბინები გააყიდინა, სამმაგად დაგიბრუნებთო, უთხრა და გადააგდო" - ირაკლი კობახიძე

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" თავ­მჯდო­მა­რის, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბით გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ თა­ნა­პარ­ტი­ე­ლე­ბი "გა­და­აგ­დო". მისი თქმით, წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ პარ­ტია "სა­ქარ­თვე­ლოს­თვის" ლი­დერ­მა სა­კუ­თა­რი პარ­ტი­ის წევ­რებს ბი­ნე­ბი და ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი გა­ა­ყიდ­ვი­ნა იმ პი­რო­ბით, რომ არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ სამ­მა­გად და­უბ­რუ­ნებ­და.

"ამ ადა­მი­ან­მა გა­ამ­წა­რა და გა­და­იმ­ტე­რა უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი, თა­ვი­სი­ვე პარ­ტი­ა­ში. ერთ-ერთი, რო­მე­ლიც მისი პარ­ტი­ი­დან წა­მო­ვი­და, შეგ­ვხვდა და ასე­თი რა­ღაც მოგ­ვიყ­ვა - ფაქ­ტობ­რი­ვად ოფი­სი არ არ­სე­ბობს ქვეყ­ნის მას­შტა­ბით, სა­დაც მან ვალი არ და­ტო­ვა, ფუ­ლა­დი ვალი. ყველ­გან აქვს ვა­ლე­ბი, გა­დამგდე­ბია ჩვე­უ­ლებ­რი­ვი. ასეთ ვი­თა­რე­ბა­ში გა­საკ­ვი­რი არ არის, რომ ტო­ვე­ბენ მის პარ­ტი­ას წევ­რე­ბი.

ეს სა­ბო­ლო­ოდ მე­ტყვე­ლებს იმა­ზე, რომ ამ სუ­ბი­ექტს არა­ნა­ი­რი რე­სურ­სი არ აქვს, რათა რამე წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წი­ოს. როცა ხარ გა­დამგდე­ბი და შე­გიძ­ლია სა­კუ­თა­რი თა­ნა­პარ­ტი­ე­ლი ვა­ლებ­ში გა­და­აგ­დო, რო­მელ წარ­მა­ტე­ბა­ზეა სა­უ­ბა­რი. ამ კაც­მა ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი და ბი­ნე­ბი გა­ა­ყიდ­ვი­ნა პარ­ტი­ის წევ­რებს არ­ჩევ­ნე­ბის წინ და მერე გა­და­აგ­დო. ჰპირ­დე­ბო­და სამ­მა­გად ფუ­ლის დაბ­რუ­ნე­ბას და გა­და­აგ­დო" - ამ­ბობს ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა