თეგებით ძიება

თუ ჩეხეთი რუსეთის სახელმწიფო აქტივებს გაყინავს, მოსკოვი უპასუხებს - დიმიტრი პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის სახელმწიფო აქტივების შესახებ ჩეხეთის გადაწყვეტილების ფორმალიზების შემთხვევაში მოსკოვს რეაგირება ექნება.

„რაიმე კონკრეტული, ვთქვათ, არამეგობრული ნაბიჯების ფორმალიზების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, პასუხი იქნება“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იან ლიპავსკიმ გუშინ განაცხადა, რომ ქვეყნის მთავრობამ რუსეთის სახელმწიფო ქონების გაყინვას მხარი დაუჭირა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა