უკრაინაში 2 ქართველი მებრძოლი დაიღუპა - დაიჭრა 9
უკრაინაში, დონეცკის მიმართულებით შეტევითი ოპერაციის დროს, „ქართული ლეგიონის“ ორი მებრძოლი, რამაზ ფეტელავა და ბექა ლომაშვილი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია „ქართულმა ლეგიონმა“ 16 ნოემბერს გაავრცელა.
მათი ცნობით, ასევე დაიჭრა 9 მებრძოლი, მათგან სამის მდგომარეობა მძიმეა.