ოპოზიციას რუსთაველზე აქციის ჩატარება თუ სურს, გაუგებარია, რატომ შეუშლის ხელს შენობების რეაბილიტაცია - კახა კალაძე
დედაქალაქის მერი, კახა კალაძე, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, ოპოზიციაში გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება, რომლის თანახმადაც, "სპეციალურად იწყება წინასაარჩევნოდ, რათა აქციების გამართვას ხელი შეეშალოს".
კახა კალაძის თქმით, ოპოზიცია ცდილობს, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს, თითქოს გზების გადაკეტვა იგეგმება, რაც აბსურდია.
"არ ვიცი, რამდენად სერიოზულად უნდა გავაკეთო განმარტება ამასთან დაკავშირებით, წყალწაღებული ხავსს ეკიდებოდაო, ეგრეა მათი საქმე. ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან. კარგად იციან, რომ არჩევნებზე მათი შანსები ნულს ქვემოთ არის. კონკრეტულ პროექტს რაც შეეხება, რუსთაველზე აქციის ჩატარება თუ სურთ, გაუგებარია, რატომ შეუშლით ხელს შენობების რეაბილიტაცია? ცდილობენ, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, თითქოს გზების გადაკეტვას ვაპირებთ, რაც აბსურდია. ამ რეაბილიტაციას არ სჭირდება გზების გადაკეტვა. სამუშაოები როცა დასრულდება, ბოლო ეტაპი იქნება უშუალოდ გამზირის რეაბილიტაცია, მაშინ კი მოგვიწევს დროებით ქუჩის გადაკეტვა და საგზაო ინფრასტრუქტურა მთლიანად მოწესრიგდება," – განაცხადა კახა კალაძემ.