თეგებით ძიება

ბინების გატეხვა და ფულის გათეთრება - ესპანეთში ქართული მაფიის წინააღმდეგ მასშტაბური სპეცოპერაცია ჩატარდა

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ესპანეთში ქართული მაფიის წინააღმდეგ მასშტაბური სპეცოპერაცია ჩატარდა.დაკავებულია დანაშაულებრივი დაჯგუფების 30-ზე მეტი წევრი. დაკავებულებს შორის არიან ქალებიც და ვრცელდება დადასტურებული ინფორმაცია, რომ დაკავებულთა შორის ერთი ე.წ. კანონიერი ქურდია. 

ქართული მაფიის წინააღმდეგ ჩატარებულ მასშტაბურ სპეცოპერაციას სპეციალური სახელი აქვს, "შოტკა" - ასე დაარქვეს ოპერაცია ესპანელმა სამართალდამცავებმა.

ჩხრეკა ათობით ლოკაციაზე ჩატარდა. ერთ-ერთი ასეთი ადგილი გზავნილების ოფისია. 

საპოლიციო ღონისძიებაში ესპანეთის ეროვნულ გვარდიასთან ერთად, ჩართული იყო ამერიკის ფედერალური ბიურო და ინტერპოლი.

გამოძიების ინფორმაციით, დანაშაულის ძირითადი ეპიცენტრი იყო ბარსელონა, თუმცა სპეცოპერაციები ჩატარდა ესტეპონაში, მარბელსა და ალი-კანტეშიც.

მასშტაბურ სპეცოპერაციაში პოლიციის 350-ზე მეტი აგენტი მონაწილეობდა.

"კურიერი" დაკავებულის ოჯახის წევრებს ესაუბრა. მათი თქმით, ბრალდება აბსურდულია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა