თეგებით ძიება

40% ამბობს რომ ნაციონალურ მოძრაობას არასდროს მისცემს ხმას, თითქმის 10% ით მეტი ვიდრე 2022 წლის შემოდგომაზე - ნიკა მელია

ემნ-ის ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია  IRI-ის კვლევის შედეგებს ფეისბუქ-პოსტით ეხმიანება.

„ნაციონალური მოძრაობის ყველაზე დიდი პრობლემა, ბარიერი რომელიც გამარჯვებისათვის ბრძოლაში გვიშლიდა ხელს, იყო ნეგატიური რეიტინგი, ხალხი, რომელიც ამბობდა, რომ ამ პარტიას არასოდეს მისცემს ხმას.

ამის შეცვლას ვცდილობდით, ამ ნეგატივის შემცირებას და ახლა IRI-ს კვლევაში 40% ამბობს რომ ნაციონალურ მოძრაობას არასდროს მისცემს ხმას, თითქმის 10%-ით მეტი ვიდრე 2022 წლის შემოდგომაზე.

მობეზრდა ვინმეს კეზერაშვილზე და მერაბიშვილზე ლაპარაკი თუ არა, ეს არის მათი მმართველობის შედეგი, მათი პარტიის მმართველობაში ყოფნის შედეგი.

ამ განწყობის არსებობა, მითუმეტეს ამ განწყობის ზრდა, თუ ვინმეს აძლევს ხელს, აძლევს ხელს ოცნების პროპაგანდას...", - წერს ნიკა მელია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა