თეგებით ძიება

ვინ იყო ქართველი გამომგონებელი, რომელმაც საბჭოთა ზესაიდუმლო იარაღი შექმნა

მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის ის­ტო­რი­ა­ში დღე­საც გა­მო­ცა­ნად რჩე­ბა,­ თუ რა­ტომ არ აიღო იე­რი­შით ლე­ნინ­გრა­დი ჰიტ­ლერ­მა და რო­გორ გაძ­ლო ამ ქა­ლაქ­მა 872 დღე ბლო­კა­და­ში. ომის შემ­დგომ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სა­ი­დუმ­ლო­ე­ბის გრიფ­მოხ­სნილ გერ­მა­ნულ დო­კუ­მენ­ტებ­ში ჩა­მოთ­ვლი­ლია რამ­დე­ნი­მე­ მიზ­ეზი, რის გა­მოც ვერ­მახტმა არ მო­ინ­დო­მა გა­დამ­წყვე­ტი იე­რი­შის მი­ტა­ნა ამ მნიშ­ვნე­ლო­ბით მე­ო­რე ქა­ლაქ­ზე. ერთ-ერთ მი­ზე­ზად და­სა­ხე­ლე­ბუ­ლია ის გა­რე­მო­ე­ბა, რომ თუკი ქა­ლაქს აი­ღებ­და, გერ­მა­ნი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას არ სურ­და გამო­ე­კვე­ბა ლე­ნინ­გრა­დის მი­ლი­ონ­ზე­ მეტი დამ­შე­უ­ლი მცხოვ­რე­ბი. ამას­თან, ჰიტ­ლერს იმი­ტო­მაც არ სურ­და ლე­ნინ­გრა­დის აღე­ბა, რომ ქა­ლაქ­ში შე­სუ­ლი­ გერ­მა­ნუ­ლი ჯა­რე­ბის დის­ლო­კა­ცი­ის ად­გი­ლე­ბი მო­უ­ლოდ­ნე­ლად არ აფეთ­ქე­ბუ­ლი­ყო,­ რო­გორც 1941 წლის შე­მოდ­გო­მა­ზე ხდე­ბო­და ოკუ­პი­რე­ბულ ხარ­კოვ­ში, ლუ­განსკში და სხვა­გან.

1941 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში, როცა ვერ­მახ­ტის ნა­წი­ლებ­მა ხარ­კო­ვი აი­ღეს, ქა­ლა­ქის გარ­ნი­ზო­ნის უფ­რო­სი, გე­ნე­რალ-მა­ი­ო­რი ფონ ბრა­უ­ნი ძვე­ლე­ბურ სა­სახ­ლე­ში და­სახ­ლდა. გერ­მა­ნე­ლებს ჰქონ­დათ სა­დაზ­ვერ­ვო ინ­ფორ­მა­ცია, რომ საბ­ჭო­თა არ­მი­ის მე­ნაღ­მე­ებ­მა ხარ­კო­ვი და­ტო­ვე­ბამ­დე და­ნაღ­მეს, ამი­ტო­მაც გარ­ნი­ზო­ნის უფ­რო­სის სას­ახ­ლის ზედ­მი­წევ­ნით შე­მოწ­მე­ბი­სას აღ­მო­ა­ჩი­ნეს ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბა. სამი კვი­რის შემ­დეგ,­ რო­დე­საც სა­სახ­ლე­ში გარ­ნი­ზო­ნის უფ­როს­თან ერ­თად 20-მდე ოფი­ცე­რი იმ­ყო­ფე­ბო­და, სა­ში­ნე­ლი ძა­ლის აფეთ­ქე­ბის ხმა გა­ის­მა და ცო­ცხა­ლი არა­ვინ დარ­ჩე­ნი­ლა.

რო­გორც ჩანს, სა­სახ­ლე­ში გად­ამა­ლუ­ლი იყო კი­დევ ერთი ასაფ­ეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბა, მაგ­რამ­ რა­ტომ აფეთ­ქდა მა­შინ, რო­დე­საც ყვე­ლა­ნი სა­სახ­ლე­ში იყ­ვნენ?

მო­უ­ლოდ­ნე­ლი აფეთ­ქე­ბე­ბი ხდე­ბოდა აე­როდ­რო­მებ­ზე, ხი­დებ­ზე, შტა­ბე­ბის შე­ნო­ბებ­ში, თით­ქოს ვი­ღაც უთ­ვალ­თვა­ლებ­და და სა­ჭი­რო დროს აფეთ­ქებ­და. გა­მო­ძი­ე­ბის შემ­დეგ გეს­ტა­პომ და­ად­გი­ნა, რომ მო­უ­ლოდ­ნე­ლი აფეთ­ქე­ბე­ბი სა­ა­თის მე­ქა­ნიზ­მით კი არა, რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი კმ-დან გაგ­ზავ­ნი­ლი რა­დი­ო­სიგ­ნა­ლე­ბით ხდე­ბო­და.­ ჰიტ­ლე­რის ბრძა­ნე­ბით, გერ­მა­ნი­ის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი ომის ბო­ლომ­დე­ ცდი­ლობ­დნენ და­ედ­გი­ნათ, ვინ იდგა დის­ტან­ცი­უ­რად მოქ­მე­დი ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის უკან, მაგ­რამ მათი მცდე­ლო­ბა უშე­დე­გოდ დამ­თავ­რდა...­ საბ­ჭო­თა ზე­სა­ი­დუმ­ლო რადი­ომ­არ­თვა­დი ბომ­ბე­ბის შემ­ქმნე­ლი­ ჯერ კი­დევ 1938 წელს დახ­ვრე­ტი­ლი ქარ­თვე­ლი ინ­ჟი­ნერ-გა­მომ­გო­ნე­ბე­ლი ვლა­დი­მერ ბე­ქა­უ­რი გახ­ლდათ. სწო­რედ მისი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით შე­მუ­შავ­და და შე­ი­ა­რაღ­ება­ში შე­ვი­და დის­ტან­ცი­უ­რად მარ­თვა­დი რა­დი­ო­ფუ­გა­სე­ბი, სა­ხელ­წო­დე­ბით "ბემი", რომ­ლის მოქმ­ედე­ბის პრინ­ცი­პი ასე­თი იყო: მე­ნაღ­მე­ე­ბი სტრა­ტე­გი­ულ ობი­ექ­ტზე,­ რო­მე­ლიც, სა­ვა­რა­უ­დოდ, შე­იძ­ლე­ბო­და მო­წი­ნა­აღ­მდე­გეს და­ე­კა­ვე­ბი­ნა, წი­ნას­წარ ჩა­ა­წყობ­დნენ რამ­დე­ნი­მე ასე­ულ კი­ლოგ­რამ ტროტ­ილს და მას­ზე და­ა­მონ­ტა­ჟებ­დნენ რა­დი­ო­ტალ­ღე­ბის მიმ­ღებ ხელ­სა­წყოს, რომ­ლის ან­ტე­ნაც, ასე­ვე შე­ნიღ­ბუ­ლად მონ­ტაჟ­დე­ბო­და შე­ნო­ბა­ზე. მას შემ­დეგ, რაც გერ­მა­ნე­ლი სამ­ხედ­რო ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა და­ი­კა­ვებ­და ოკუ­პი­რე­ბულ ქა­ლაქ­ში­ რო­მე­ლი­მე სახ­ლს და იქ შტაბს გა­ნა­თავ­სებ­და, ქა­ლაქ­ში დარ­ჩე­ნი­ლი საბ­ჭო­თა მზვე­რა­ვე­ბი იწყებ­დნენ სახ­ლის თვალ­თვალს. რო­დე­საც­ და­ად­გენ­დნენ, რომ იმ შე­ნო­ბა­ში იმარ­თე­ბო­და შტა­ბის თათ­ბი­რი ან ბერ­ლი­ნე­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი სტუმ­რობ­დნენ, მოს­კოვ­ში "სმერშს" (საბ­ჭო­თა კონ­ტრდ­აზ­ვერ­ვის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლო,­ რო­მე­ლიც პირ­და­პირ სტა­ლინს ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბო­და) და­შიფ­რულ შე­ტყო­ბი­ნე­ბას უგ­ზავ­ნიდ­ნენ. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მოს­კოვ­ში იღებ­დნენ და იქი­დან მძლავ­რი სტა­ცი­ო­ნა­რუ­ლი რა­დი­ო­სად­გუ­რი­დან გა­მოგ­ზავ­ნი­ლი რა­დი­ო­სიგ­ნა­ლე­ბით აა­მოქ­მე­დებ­დნენ კონ­კრეტ­ულ შე­ნო­ბა­ში ჩა­დე­ბულ ასა­ფეთ­ქე­ბელ მო­წყო­ბი­ლო­ბას.

გაგრძელება


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა