თეგებით ძიება

უკრაინაში დაჭრილი ქართველი მებრძოლების რაოდენობა 11-მდე გაიზარდა

უკრაინაში დაჭრილი ქართველი მებრძოლების რაოდენობა 11-მდე გაიზარდა. ინფორმაციას "რეაქციაში" "ქართული ლეგიონის" ხელმძღვანელმა გაახმოვანა. 

როგორც ქართული ლეგიონის ხელმძღვანელი მამუკა მამულაშვილი ამბობს, დაჭრილთა შორის არის ჯგუფის მეთაურიც. დაჭრილებს შორის 3-ის მდგომარეობა მძიმეა.

ასეთი ბიჭების სისხლით საქართველო იღებს კანდიდატის სტატუსს და ინარჩუნებს ცივილიზებული ქვეყნის იმიჯს, ჯერ კიდევ. ამ ბიჭების ძალიან დიდი დამსახურებაა იმის, რომ საქართველოს ჯერ კიდევ აქვს ევროპული სახე. ბიჭები დაეცნენ ბრძოლაში, ეს არის სპეციალური დანიშნულების ერთ-ერთი ჯგუფი, რომელმაც განახორციელა შეტევა აღმოსავლეთ მიმართულებაზე და საკმაოდ წარმატებით ჩაიარა. დაიღუპა სამწუხაროდ, ორი მებრძოლი, დაჭრილები მოემატნენ - 11 ადამიანია დაჭრილი. რთული ბრძოლებია, იმიტომ, რომ არის შეიარაღების დეფიციტი,“ - ამბობს მამულაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა