ერევნის უნივერსიტეტში აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში მომხდარი აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა.
„ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულები არიან. წინასწარი მონაცემებით, სამი დაშავებული გადაიყვანეს საავადმყოფოში, მათ ჩაუტარდათ საჭირო სამედიცინო დახმარება და უტარდებათ გამოკვლევა. აფეთქების შედეგად, წინასწარი მონაცემებით, არის გარდაცვლილი“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ შეტყობინებაში.
მანამდე ონლაინ გამოცემა oragir.news-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიური ფაკულტეტის შენობაში აფეთქება მოხდა.