თეგებით ძიება

ახალციხეში 60 წლამდე კაცის ცხედარი იპოვეს

დღეს, 17 ნოემბერს, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ურაველში 60 წლამდე კაცი გარდაცვლილი ნახეს.

„სამხრეთის კარიბჭესთან“ სოფლის დეპუტატი, ილია კაპანაძე ამბობს, რომ სამძებრო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

„გულმა დაარტყა. ახლა ექსპერტიზაზე ჰყავთ წაყვანილი. მთელი ღამის განმავლობაში ეძებდა სამაშველო. სახლიდან 200 მეტრის მოშორებით იპოვეს. გუშინ საღამოს დაახლოებით 6 საათის შემდეგ დაიკარგა“,–ამბობს ის.

ექსპერტის, დავით მერაბიშვილის განცხადებით, გარდაცვალების მიზეზის დასადგენად ცხედარს ექსპერტიზა უტარდება.

რა მუხლით დაიწყო მომხდარზე გამოძიება, რედაქცია პასუხს შსს–გან ელოდება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა