თეგებით ძიება
17. 11. 2023 ვიდეო

ქართული მაფიის შავი დღეები ესპანეთში - ვინ არიან ხმაურიანი სპეცოპერაციის დროს დაკავებულები? (ვიდეო)

ქართული მაფია კვლავ ესპანური მედიის ყურადღების ცენტრშია. სპეცოპერაცია კოდური სახელწოდებით "სხოდკა" ერთდროულად ქვეყნის რამდენიმე ქალაქში ჩატარდა.

"ლა მაფია ჯორჯანა" - ამ სახელწოდებით გამოვიდა დღეს თითქმის ყველა ესპანური გაზეთი.

კატალონია, ანდალუსია, ვალენსია. ქალაქები: ბარსელონა, ბადალონა, ალიკანტე, მარბელა - 6 ქალაქში, საერთო ჯამში, 31 კრიმინალი დააკავეს, მათი უმეტესობა კი, ქართველია. საპოლიციო ღონისძიებაში 350 ესპანელ სამართალდამცველთან ერთად ჩართული იყო გამოძიების ფედერალური ბიურო და ინტერპოლი. საცხოვრებელი სახლების გარდა ჩხრეკა ჩატარდა ქართველების მიერ დაფუძნებულ საკურიერო ოფისში, სახელწოდებით "სამება", სადაც რამდენიმე ბრალდებული ადგილზე დააკავეს.

ესპანური გამოძიება არ ასაჯაროებს, თუმცა "კურიერისთვის" ექსკლუზიურად ცნობილი გახდა, რომ დაკავებულთა შორისაა ე.წ. კანონიერი ქურდი ლევან დადეშქელიანი. ის ტარიელ ონიანის გავლენიანი კლანის წარმომადგენლად ითვლება. ამავე კლანს წარმოადგენს ე.წ. კანონიერი ქურდი ლაშა ბარათელიც, მეტსახელად "ჭია". "რუსთავი 2-მა" გაარკვია, რომ ბარათელი, ამ ეტაპზე, არ დაუკავებიათ, თუმცა ესპანური გამოძიების მასალებში მისი გვარი ნამდვილად ფიგურირებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა