თეგებით ძიება

“სალომე ზურაბიშვილს ენა წინ გაურბის, გონება უკან რჩება“ – გურამ მაჭარაშვილი

„ზურაბიშვილს, როგორც ერთ ცნობილ ფილმშია, „ენა წინ გაურბის, გონება უკან რჩება“ – თუ შეწყალების გადაწყვეტილებას მიიღებს, სააკაშვილს მიუჯდება „ვივა მედში“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა პრეზიდენტთან დაკავშირებით განაცხადა.

„ზურაბიშვილის ხელში პრეზიდენტის ფუნქციები არის, როგორც ასანთი პატარა ბავშვის ხელში. ჩვენც იძულებულები ვართ, როგორც არასრულწლოვანს დაჰყვებიან და მის შეცდომებს ასწორებენ ხოლმე, ასე ვივლით, სანამ ეს ფუნქციები ფორმალურად ექნება და რამდენ ასეთ სისულელეს იტყვის, იმდენჯერ ვიტყვით, რომ ეს ნათქვამია იმ ე.წ. პრეზიდენტის მიერ, რომელსაც დაუდგინდა კონსტიტუციის დარღვევა, რომელიც აპირებს დაიჭიროს სინ ძინ პინი, ვინც ბაიდენს ხვდება და ა.შ. ხშირ შემთხვევაში მისი განცხადებები არაადეკვატურია. ყურადსაღები იმიტომ არის, რომ ის იმეორებს მისი პატრონების განცხადებებს – უცხოური ძალები, რომელსაც არეულობა უნდათ ქვეყანაში, არსად წასულან. ზურაბიშვილმა გადაუსწრო და ჩამოიტოვა გვარამიაც, მელიაც, სააკაშვილიც და რეალურად არის მედროშე ახლა, ოღონდ მანამ, სანამ ფუნქციები აქვს, თორემ თუ ჰგონია, რომ ოპოზიციაში ვინმე მიიღებს მას ფუნქციების ამოწურვის შემდგომ, ძალიან ცდება, არავინ მიიღებს, თუნდაც, 1-პროცენტიან პარტიებში, რადგან როგორც ერთ ცნობილ ფილმშია, „ენა წინ გაურბის, გონება უკან რჩება“. სანამ ფუნქციები ექნება, ვივლით და ვიტყვით, რომ „არ დაუჯეროთ ხალხო, გასულია მომსახურების ზონიდან, რა ვქნათ, ფორმალურად, ჯერჯერობით პრეზიდენტად დარჩა“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა