თეგებით ძიება
17. 11. 2023 მსოფლიო

რუსეთი უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებს - ზელენსკი

რუსეთი უკრაინაში დესტაბილიზაციას და სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებს, ოპერაციის სახელწოდებაა „მაიდანი-3“. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს.

მისი თქმით, რუსეთი უკრაინული საზოგადოების გახლეჩას და იქ ქაოსის შექმნას ცდილობს.

„ეს ინფორმაცია ჩვენს დაზვერვას გააჩნია. ასევე ჩვენ ასეთივე ცნობები ჩვენი პარტნიორებისგან მივიღეთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, „მაიდანი“ რუსეთისთვის გადატრიალებას ნიშნავს, ასე რომ თავად ეს სახელი მათ განზრახვაზე მიუთითებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა