"მამამ ჩვილი კარადაში, ძაღლის ჩანთაში იპოვა, აღმოჩნდა, რომ ბავშვს ყელი ჰქონდა გამოჭრილი" - 16 წლის გოგომ საკუთარ ახალშობილი მოკლა
ნებრასკაში 16 წლის მოზარდმა, თავისი ახალშობილი მოკლა. როგორც უცხოური მედია წერს, გოგონამ, სავარაუდოდ, ჩვილი გააჩინა 6 ნოემბერს. ბავშვი გარდაცვლილი მის საძინებელში იპოვეს.
მშობლებმა, გოგონას საძინებლის კედლებსა და იატაკზე სისხლი აღმოაჩინეს, როცა ის გარეთ იყო, ხოლო როდესაც მოზარდი სახლში დაბრუნდა, დედას უთხრა, რომ ბავშვი „მკვდარი იყო“.
მოზარდის მამამ ჩვილი კარადაში, ძაღლის ჩანთაში იპოვა. ბავშვი ტანსაცმელში იყო გახვეული. აღმოჩნდა, რომ ბავშვს ყელი ჰქონდა გამოჭრილი.
9 ნოემბერს 16 წლის გოგოს ბრალდებები წაუყენეს. იგი გირაოს გამოყენების უფლებით არის დაკავებული.
წყარო - "პრაიმ ტაიმი"