თეგებით ძიება

ლევან მგალობლიშვილი შენობიდან გაიპარა, როცა ჩვენ მისი ალკოჰოლზე შემოწმება მოვითხოვეთ - თინა ბოკუჩავა

პარლამენტის ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ „ქართული ოცნების“ დეპუტატ ლევან მგალობლიშვილს „ლაჩარი“ და „მდუმარე, სამარცხვინო დეპუტატი“ უწოდა.

როგორც მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, ლევან მგალობლიშვილს სამი წლის განმავლობაში, საპარლამენტო ტრიბუნა და მიკროფონი არც ერთხელ გამოუყენებია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიკროფონი მოხსნა და მას აქეთ-იქით იქნევდა.

ბოკუჩავას თქმით, ქალი დეპუტატები „რუსული ოცნების“ განსაკუთრებული სამიზნეები ხდებიან.

„ლევან მგალობლიშვილი დღეს აშკარად ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში იმყოფებოდა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. ეს ლაჩარი, რომელიც შენობიდან გაიპარა, მაშინ როდესაც ჩვენ მისი ალკოჰოლური შემოწმება მოვითხოვეთ, სხვათა შორის, წარსულში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ყოფილა, რაზეც ძალიან ვწუხვარ. მედროვე, ლაჩარი მგალობლიშვილი პირველად არ ესხმის თავს ქალ დეპუტატს. ის ასევე, თავს დაესხა ქალ ჟურნალისტს და სხვა ქალ პარლამენტის წევრებს. თქვენგან, ბატონო შალვა განსაკუთრებით რეაგირებას არ ველოდები, რადგან თავად არ ერიდებით ფიზიკურ ძალადობასაც კი, ქალი კოლეგების წინააღმდეგ ამ სხდომათა დარბაზში. ვინმეს ახსოვს ლევან მგალობლიშვილის გამოსვლა პარლამენტში? ან „მინისტრის საათზე“, ან საარჩევნო კოდექსზე, ან სასამართლოს რეფორმაზე, ან სახელმწიფოს ბიუჯეტზე, ან რომელიმე საკითხზე? არა, იმიტომ, რომ ამ მდუმარე სამარცხვინო დეპუტატს საპარლამენტო ტრიბუნა და მიკროფონი არ გამოუყენებია სამი წლის მანძილზე არც ერთხელ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიკროფონი მოხსნა და მას აქეთ-იქით იქნევდა. ფაქტია, რომ ქალი დეპუტატები „რუსული ოცნების“ განსაკუთრებული სამიზნე ვხდებით, იმიტომ, რომ ჩვენ ხშირად ყველაზე უკომპრომისოდ ვიბრძვით „რუსული რეჟიმის“ წინააღმდეგ და ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის,“ - აღნიშნა ბოკუჩავამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა