თეგებით ძიება

„წინა დღეებში ფასს მაღლა სწევენ და პარასკევის დღებში ვითომ აიაფებენ, ძველ ფასად ჰყიდიან“ - გოგა ჩანადირი შავ პარასკევზე

ფოტოჟურნალლისტი გოგა ჩანადირი სოციალურ ქელში წერს:

ჯერ შავი რა არის ამ პარასკევში და მერე თავად მის მნიშვნელობასაც როგორ არაზუსტად იყენებენ საქართველოში.

მაგალითად, დასავლეთში ნამდვილად სერიოზულია პარასკევის ფასდაკლებები. ჩვენთან, უმეტესად 10-20 პროცენტია.  ასევე, აქ წინა დღეებში ფასს მაღლა სწევენ და პარასკევის დღებში ვითომ აიაფებენ, ძველ ფასად ჰყიდიან.

დასავლეთში შავი პარასკევის ფასები 1 კვირაც კი გრძელდება. ჩვენთან ძალიან ცოტა აკეთებს ამას.

სიტყვა "შავი" ფასდაკლების ან მხიარული პარასკევის სახელით რომ შევცვალოთ, არა? 

ქართულად მძიმედ ჟღერს შავი.

 - წერს გოგა ჩანადირი.

ცნობისთვის, შავი პარასკევი მადლიერების დღესასასწაულთანაა დაკავშირებული, რომელიც ნოებრის მეოთხე ხუთშაბათს აღინიშნება. მეორე დღეს კი, შავს პარასკევს უწოდებენ. ის საშობაო ვაჭრობის დასაწყისად მიიჩნევა. მასიური ფასდაკლებები 1952 წლიდან დაიწყო, თუმცა მას უბრალოდ მადლიერების დღესასწაულის მეორე დღედ მოიხსენიებდნენ. ფასდაკლებების მოწყობის ტრადიცია ჯერ კიდევ XIX საუკუნეში იღებს სათავეს, თუმცა ტერმინი „შავი პარასკევი“ 1966 წლიდან დამკვიდრდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა