თეგებით ძიება

ქართველი ნონა ფანცხავას საჩივრის საფუძველზე ათენში 14 ქართველი ქალი დააკავეს

ქართველი ნონა ფანცხავას საჩივრის საფუძველზე ათენში 14  ქართველი ქალი დააკავეს. სპეცოპერაცია იმ საავადმყოფოში ჩატარდა, სადაც ემიგრანტები მუშაობდნენ. მომჩივანი სამართალდამცველებთან ამტკიცებდა, რომ ქალები კლინიკაში არალეგალურად იყვნენ დასაქმებულები. დაკავებული ქართველები პოლიციის განყოფილებაში არაადამიანური მოპყრობისა და ფსიქოლოგიური ტერორის  მსხვერპლი იყვნენ.  

ქართველების წინააღმდეგ დაგეგმილი ანგარიშსწორება ფანცხავამ ბოლომდე ვერ მიიყვანა. მოსამართლემ ქართველ მომჩივანს პირდაპირ უთხრა, რომ მისი საჩივრის შინაარსი ვერ გაიგო, დაკავებული ქალები კი პატიმრობიდან გაათავისუფლა. აღმოჩნდა, რომ 14 დან 13 ქართველს  ყველა საბუთი წესრიგში ჰქონდა, მხოლოდ ერთს  ფულადი ჯარიმის გადახდა დაეკისრა.

ვრცლად ნახეთ საბა სიჭინავას რეპორტაჟში. 

ტვ პირველი


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა