თეგებით ძიება

ფაფუკი ბისკვიტი საოცრად გემრიელი კრემით - შოთო სიხარულიძე ფორთოხლის ტორტის რეცეპტს გვიზიარებს

ბლოგერი შოთო სიხარულიძე სოციალური ქსელის მომხმარებლებს ფუმფულა და გემრიელი ფორთოხლის ტორტის რეცეპტს უზიარებს:

ფორთოხლის ტორტის სეზონი ახლოვდება და გირჩევთ რომ ჩაატკბარუნოთ მეგობრებო, ძალიან მოგეწონებათშოთო სიხარულიძე ხომ ტკბილი ფორთოხალია ხოდა ტორტიც უტკბილესია და აი რეცეპტიც

ფაფუკი ბისკვიტი ( კლასიკური არაა), საოცრად გემრიელი კრემით .

  ფორთოხლის ტორტი

გამოვაცხვე , 2 ცალი ,7-7 კვერცხიანი ბისკვიტი, დავწერ ,ერთი ბისკვიტის ,ინგრედიენტებს

კვერცხი 7ც

შაქარი 200( 10 ს/კ)

ფქვილი 250 გრ ( 10 ს/კ)

ზეთი 2 ს/კ

გამაფხვიერებელი ან სოდა ( 1 ჩ/კ)

ავთქვიფოთ კვერცხის ცილა, დავუმატოთ შაქარი, კვერცხის გული , ზეთი, შემდეგ გამოვრთოთ მიქსერი , ხის ან სილიკონის ნიჩბით  შევურიოთ ფქვილი და გამაფხვიერებელი , გამოვაცხვე 170-180 ზე 40 -45 წთ დაახლოებით, მზაობა შეამოწმეთ, ხის ჩხირით.

5-6 ც ფორთოხალი, დავჭერი, დავაყარე დაახლოებით 150 გრ შაქარი.

კრემის მოსამზადებლად, 1ლ თბილ რძეში გავხსენი, 4 ცალი კვერცხის გული,  4 ს/კ სიმინდის სახამებელი , 4 ს/კ ფქვილი ,350გრ შაქარი , მივიყვანე ადუღებამდე და შემდეგ გავაცივე ,ოთახის ტემპერატურაზე, ცალკე გავთქვიფე 350 გრ კარაქი დავუმატე 4 ს/კ მოუხარშავი შესქ რძე , შემდეგ დავუმატე ს/კ დახმარებით, ცივი ფაფა, ბოლოს ვანილი 1ც.

ბისკვიტები არ გამიჭრია, დავნამე ფორთოხლის წვენით, გადავანაწილე კრემი, ყველა ფენაზე, და მოვრთე სურვილისამებრ უგემრიელესიააა - წერს შოთო სიხარულიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა