18 წლის გოგოს უნიკალური ოპერაცია ჩაუტარდა
ლვოვში 18 წლის გოგონას გაუკეთდა იშვიათი ოპერაცია - როტაციული პლასტიკა - ფეხის ფუნქციონირების შესანარჩუნებლად.
როტაციული პლასტიკა - ეს არის პროცედურა რომელიც ძვლის სიმსივნეების დროს გამოიყენება განსაკუთრებით დისტალური ბარძაყის ძვლის ოსტეოსარკომების დროს.
ამ დროს სიმსივნით დაზიანებულ ნაწილს კვეთენ, შემდეგ ისინი ტერფს 180 გრადუსით აბრუნებენ და აკერებენ ბარძაყზე თავისი ნერვებითა და სისხლძარღვებით. ამ პროცედურას უდიდესი მნიშვნელობა აქვს პროთეზირებისას რადგან, ტერფი მუხლთან შედარებით საპირისპირო მიმართულებით იხრება და პაციენტი იღებს ფუნქციონირებად მუხლის სახსარს.