ვინ არის უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი?
უკრაინაში, ბახმუტთან კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, 31 წლის ნიკა გელენიძე დაიღუპა. ოჯახმა მისი გარდაცვალების შესახებ გუშინ საღამოს შეიტყო.
მათი თქმით, იგი უკრაინაში 5 სექტემბერს წავიდა.
ახლობლების ინფორმაციით, ის ბახმუტთან იბრძოდა, სადაც დაბომბვის შედეგად დაიღუპა.
„წესიერი და პატიოსანი ბიჭი იყო. ჩემს ხელში გაიზარდა. არ ვიცი რატომ წავიდა. გუშინ საღამოს გავიგეთ ეს ამბავი. აფეთქება მოხდა და იმ დროს დაიღუპაო. სხვა დეტალები ჩვენთვის უცნობია. მოულოდნელი იყო მისი წასვლა უკრაინაში საბრძოლველად. ეს ბიჭი გმირი იყო და გმირულად შეეწირა რუსეთ-უკრაინის ომს,“- განაცხადა ნიკა გელენიძის ოჯახის ახლობელმა.
გელენიძე 57-ე ქართველია, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომს შეეწირა.