თეგებით ძიება

ისრაელი უარყოფს ინფორმაციას ალ-შიფას საავადმყოფოდან ევაკუაციის ბრძანების გაცემის თაობაზე

ისრაელის თავდაცვის ძალები უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ალ-შიფას საავადმყოფოს ევაკუაციის ბრძანება გასცეს. 

„დღეს დილით დააკმაყოფილა ალ-შიფას საავადმყოფოს დირექტორის თხოვნა, რომ ღაზას მცხოვრებლებს, რომლებიც იქ იმყოფებიან და ევაკუაცია სურთ, უსაფრთხო გზით დატოვონ საავადმყოფო.

ისრაელის თავდაცვას არ გაუცია ბრძანება პაციენტების ან სამედიცინო პერსონალის ევაკუაციის შესახებ, ფაქტობრივად შევთავაზეთ, რომ ევაკუაციაში დავეხმარებოდით.

სამედიცინო პერსონალი დარჩება საავადმყოფოში იმ პაციენტების დასახმარებლად, რომლებსაც ევაკუაცია არ შეუძლიათ“ - აღნიშნავენ ისრაელის თავდაცვის ძალებში.

IDF, ასევე, აცხადებს, რომ ალ-შიფას საავადმყოფოს გასულ ღამით დამატებით საკვები, წყალი და ჰუმანიტარული დახმარება მიაწოდა.

ცნობისთვის, 7 ოქტომბრის დილიდან პალესტინურმა დაჯგუფება „ჰამასმა“, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, ისრაელის ტერიტორიებზე მასიური სარაკეტო იერიში წამოიწყო. „ჰამასის“ რაზმები ღაზას სექტორიდან გადავიდნენ მოსაზღვრე რაიონებში ისრაელში და რამდენიმე დასახლებული პუნქტი, მათ შორის, ისრაელის სამხედრო ბაზა დაიკავეს. „ჰამასმა“ ისრაელს 2000-მდე რაკეტა ესროლა.

„ჰამასის“ მებრძოლებმა ათობით ადამიანი დაატყვევეს, მათ შორის ისრაელის სამხედროები.

მალევე ისრაელში საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოცხადდა. „ისრაელი ომშია“ - განაცხადა ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას მიმართა და პირობა დადო, რომ ისრაელის შეიარაღებული ძალები „მთელ ძალას“ გამოიყენებს „ჰამასის“ შესაძლებლობების გასანადგურებლად.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა