თეგებით ძიება
18. 11. 2023 მსოფლიო

5 წლის ბიჭმა ტყუპისცალი ძმა დანით დაჭრა - ბავშვი საავადმყოფოში გარდაიცვალა

კალიფორნიაში 5 წლის ბიჭმა ტყუპისცალი ძმა დანით დაჭრა

როგორც უცხოური მედია წერს, ძმები ჩხუბობდნენ, შემდეგ კი ერთ-ერთმა მათგანმა აიღო პატარა სამზარეულო დანა და დაჭრა ტყუპისცალი. 5 წლის ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა.

როგორც პოლიციაში აცხადებენ, გამოძიებამ აჩვენა, რომ „არ არსებობს რაიმე სხვა მხარის დაუდევრობის ან დანაშაულებრივი ქმედების ჩვენება“.

„ოლქის პროკურატურასთან კოორდინაციით და ჩვენი გამომძიებლების მიერ აღმოჩენილი ყველა გარემოების გათვალისწინებით, ბრალდება არ წაუყენდება არავის“,- ნათქვამია განცხადებაში.

კალიფორნიის სისხლის სამართლის კოდექსის 26-ე ნაწილში ჩამოთვლილია შემთხვევები, როდესაც პირებს „არ შეუძლიათ დანაშაულის ჩადენა“. მათგან ერთ-ერთია „14 წლამდე ასაკის ბავშვები, რომლებიც ვერ აცნობიერებენ კანონს“.

ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე, ბავშვების ვინაობა არ საჯაროვდება. 

წყარო - "პრაიმ ტაიმი"


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა