ოპერაცია დასრულდა - კოსტა სანიკიძის მდგომარეობა მძიმეა
კოსტა სანიკიძე დაჭრეს. მას ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მდგომარეობა მძიმეა.
შემთხვევა გამთენიისას მოხდა. კოსტასთან სახლში მივიდნენ და მუცლის არესი რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს.
კოსტას მეგობრის, სალომე ბარათაშვიილის ინფორმაციით, კოსტას ოპერაცია დასრულდა.
„ოპერაცია ახლა დასრულდა, მდგომარეობა მძიმეა. არ ვიცი ვერაფერს გეუბნებით ხალხო, ბოდიში“,- წერს სალომე ბარათაშვილი.
პირველად კოსტაზე თავდასხმა რამდენიმე კვირის წინ სცადეს, თუმცა მისი სახლი აერიათ. ფაქტზე დაწყებული იყო გამოძიებაც.
წყარო: პრაიმტაიმი