თეგებით ძიება

ეს უნდა იცოდეთ! - რა პრობლემებს იწვევს ბიუსჰალტერზე უარის თქმა?

ბიუსჰალტერის ჩაცმაზე უარის თქმა შეძლება უარყოფითად აისახოს ქალის ჯანმრთელობაზე.

დიდი მკერდის არსებობისას, სერიოზული დატვირთვა ადგება ხერხემალს და შეიძლება განვითარდეს ზურგისა და სარძევე ჯირკვლების ტკივილი.

როდესაც ქალს არ აცვია ბიუსჰალტერი, მკერდის დამჭერი ძირითადი კორსეტი არის კანი. შესაბამისად, სარძევე ჯირკვლების მასის ზემოქმედებით, კანის ელასტიური ნაწილები შეიძლება გაიჭიმოს.

ზედა თეთრეულის ტარებაზეე კატეგორიული უარი იწვევს მკერდის თანდათანობით დაშვებას, რაც დისკომფორტის მომტანია და ლიმფის მიმოქცევის დარღვევის გამო, თან ახლავს ტკივილი. დროთა განმავლობაში ესთეტიკური ნიუანსების თვალთახედვით, საჭირო შეიძლება გახდეს მკერდის პლასტიკა.

ბიუსჰალტერის შერჩევისას, უპირატესობა უნდა მივანიჭოთ ბამბის ქსოვილის მოდელებს. უარი უნდა ვთქვათ „რკინებიან“ და სინთეტიკური მასალის შემცველობის მოდელებზე.

რაც უფრო მჭიდროდ არის მოთავსებული საცვალში მკერდი, მით ნაკლებადაა ჰაერის ცვლის შესაძლებლობა. ამიტომ შეიძლება განვითარდეს გამოყელვა, საოფლე და ცხიმოვანი ჯირკვლების ანთება და დერმატიტი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა