"მოაშორეთ ბავშვები მაქსიმალურად ეკრანს... თავიდან აარიდეთ ემოციური სტრესი" - რას წერს ცნობილი პედიატრი?
ჩვენს დროში ხშირად მოისმენთ მშობლებისგან, რომ ბავშვი ლაპარაკის დაწყებას აგვიანებს. აღნიშნული პრობლემის შესახებ "ფეისბუქის" გვერდზე წერს პედიატრი ინგა მამუჩიშვილი და ამბობს, რომ ხშირ შემთხვევაში, ამის მიზეზი სხვადასხვა ციფრული მოწყობილობები (ტელეფონი და ა.შ.)
"რატომ აგვიანებს ჩვენი ბავშვი ლაპარაკის დაწყებას, ჩვენ ორივეს ადრე დაგვიწყია თურმე...
- ეკრანი უყვარს?
- კი ძალიან.
- იმიტომ რომ თქვენ დროს ეკრანი არ იყო, იყო სათამაშო, მეტად გესაუბრებოდნენ თქვენი მშობლები, გიკითხავდნენ წიგნებს, ბევრ დროს ატარებდით ეზოში თანატოლებთან!
მოაშორეთ ბავშვები მაქსიმალურად ეკრანს! 2 წლამდე ასაკამდე განსაკუთრებით!!! ვიცი,რომ ძნელია, მაგრამ მოუგვარებელი პრობლემა არ არსებობს, ნუ მისცემთ საშუალებას, რომ ვირტუალური სამყარო შეიქმნას!
თავიდან აარიდეთ ემოციური სტრესები! მეტი კომუნიკაცია, ეს აუცილებელია განვითარების ეტაპების სწორი წარმართვისთვის! ჯანმრთელობას და წარმატებას გისურვებთ", - წერს ინგა მამუჩიშვილი.