„4 ჭრილობა აქვს მიყენებული, ორი ლიტრი სისხლი დაღვარა...“ - უახლესი ინფორმაცია კოსტა სანიკიძის მდგომარეობაზე
დღეს თბილისში კოსტა სანიკიძე დაჭრეს. შემთხვევა გამთენიისას მოხდა. მას ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მდგომარეობა მძიმეა.
არსებული ინფორმაციით, კოსტასთან სახლში მივიდნენ და მუცლის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს.
„ამ ეტაპზე ვიმყოფები კლინიკაში. რაც ვიცი არის ის, რომ მდგომარეობა არის სტაბილურად მძიმე. არის აპარატზე შეერთებული. ორი ლიტრი სისხლი აქვს დაღვრილი.
ინციდენტი მოხდა განმეორებითი მცდელობისას. პირველად შეეშალათ სახლი და ახლა უკვე აღარ. მეც მოლოდინის რეჟიმში ვარ და ვფიქრობ რომ ყველაფერი კარგად იქნება. 4 ჭრილობა აქვს მუცლის არეში მიყენებული, მადლობა მხარდაჭერისთვის და მოკითხვისთვის“,- ამბობს კოსტას მეგობარი, სალომე ბარათაშვილი.
წყარო: „პრაიმტაიმი“
პირველად კოსტაზე თავდასხმა რამდენიმე კვირის წინ სცადეს, თუმცა მისი სახლი აერიათ. ფაქტზე დაწყებული იყო გამოძიებაც.