თეგებით ძიება

„ჩემი გარდაცვალების შემდეგ ჩემი ქონება სრულად შემოქმედის ეპარიას დარჩება“ _ შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები

 მართლმადიდებელი ეკლესიის შემოქმედის ეპარქიის მღვდელმთავარი და წმინდა სინოდის მუდმივი წევრი, მიტროპოლიტი იოსები (კიკვაძე) ეპარქიის ოფიციალურ Facebook გვერდზე წერილსა და ანდერსძს აქვეყნებს.

აღნიშნულ წერილში იგი განმარტავს, რომ სიცოცხლეში შეძენილი ნებისმიერი უძრავი და მოძრავი ქონება მისი გარდაცვალების შემდეგ შემოქმედის ეპარქიას დარჩება და ახალი მღვდელმთავარი ეპარქიის სასიკეთოდ განკარგავს.

გთავაზობთ წერილის სრულ ვერსიას: „რადგანაც მიმდინარეობს ჩემი განკითხვა ინტერნეტ სივრცეში და სოციალურ ქსელებში, ჩემი პირადი ქონების შესახებ, მსურ გამოვაქვეყნო ანდერძი,ნოტარიუსის მიერ შექმნილი ჩემს პირად ქონებაზე, რომელიც ხმარდება მთლიანად შემოქმედის ეპარქიას და ჩემი გარდაცვალების შემდეგაც მთლიანად შემოქმედის ეპარქიის მფლობელობაში იქნება.

ქრისტესმიერი სიყვარულით შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები“.

თავად ანდერძში კი მიტროპოლიტი იოსები დასძენს: „ღვთის წყალობით ჩემს მიერ ნაანდერძევი ქონება მოიხმარონ მშვიდობით, სიყვარულითა და სიკეთით”“


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა