„სანკტ-პეტერბურგის ქრისტიანულ ტაძართან არსებულ ცენტრში წირვა-ლოცვა აღევლინა სიმღერით „ქრისტეს ბალისტიკურ რაკეტებზე“ - მიხეილ ხაჩიძე
სანკტ-პეტერბურგის ქრისტიანულ ტაძართან არსებულ ცენტრში წირვა-ლოცვა აღევლინა სიმღერით „ქრისტეს ბალისტიკურ რაკეტებზე“ - ამის შესახებ ჟურნალისტი მიხეილ ხაჩიძე სოციალურ ქსელში წერს და ვიდეოს აქვეყნებს:
ჯერ კიდევ როდის თქვა გაბრიელ გარსია მარკესმა, მოსკოვი ყველაზე დიდი სოფელია მსოფლიოში, ხალხი კი.. (თქვენ დაამთავრეთ).
სანკტ-პეტერბურგის ქრისტიანულ ტაძართან არსებულ ცენტრში წირვა-ლოცვა აღევლინა სიმღერით „ქრისტეს ბალისტიკურ რაკეტებზე“.
"რუსულო სულო, გაიღვიძე! ჩვენ ვიღებთ, უფალო, ამ ასაფრენ ბილიკს; ჩვენ ვდგებით თქვენი ბალისტიკური რაკეტებით; ვდგგებით უფალო, თქვენი ზებგერითი თვითმფრინავებით, რათა გავავრცელოთ სასიხარულო ამბავი, რომ რუსეთი ქრისტესთვისაა!" – ეს ტექსტი იმღერეს - წერს მიხეილ ხაჩიძე.