თეგებით ძიება

დაჭრილ კაცს ედავებიან, რას ქვია პოლიციასთან თანამშრომლობო.. რაღას გაყარეს ეს " კანონიერი ქურდები" ქვეყნიდან მაშინ? - რას წერს მაკა რაზმაძე

დღეს დილას თბილისში ახალგაზრდა მომღერალი, „პრაიმჰაუსის“ მონაწილე კოსტა სანიკიძე დაჭრეს. სანიკიძეს ოთხი ჭრილობა აქვს მიყენებული მუცლის არეში. მისი მდგომარეობა მძიმეა. მომხდარის შესახებ ჟურნალისტი მაკა რაზმაძე სოციალურ ქსელში წერს:

კოსტა სანიკიძე დაჭრეს საკუთარ სახლში,ახალგაზრდა კაცი და მანამდე პოლიციაში ყოფილა მისული მოკვლით მემუქრებიან მიშველეთო.ვიდეო უდევს პოლიციიდან გამოსულს და იქ რაც კომენტარები უწერიათ ახალგაზდებს მსგავსი ტექსტები არ ვიცი...ჩააქვესკნელეს ადამიანი რას ქვია პოლიციას მიმართეო და საშინელებებს უწერენ.ჩემი თაობის ხალხს ედავებოდბენ ე.წ. " ქურდულ მენტალიტეტს და " შავ გაგებას" და ახლა რაც ამ კომენტარებში წავიკითხე ჩვენი თაობა სად მივა...დაჭრილ კაცს ედავებიან რას ქვია პოლიციასთან თანამშრომლობო🙊🙉რა ვიცი რა....რაღას გაყარეს ეს " კანონიერი ქურდები" ქვეყნიდან მაშინ?დაბრუნდით ქურდებო,ნამდვილები მაინც  იყავით - წერს მაკა რაზმაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა