თეგებით ძიება

დღეს მიხეილ სააკაშვილის ორი სასამართლო პროცესი გაიმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება. ერთ საათში უნდა დაიწყოს ე.წ. პიჯაკების საქმის განხილვა, 14:00 საათზე კი 7 ნოემბრის საქმეა ჩანიშნული.

ჯერჯერობით უცნობია, დაესწრება თუ არა მესამე პრეზიდენტი პროცესს დისტანციურად. ადვოკატებს ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.

"მიმდინარე პროცესები შეეხება ე.წ. პიჯაკების საქმესა და ე.წ. 7 ნოემბრის საქმეს, სადაც მიხეილ სააკაშვილს დღევანდელი ხელისუფლება ასამართლებს პოლიტიკური მოტივაციით. ორივე ამ საქმეში ვიმყოფებით მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზე. თავად მესამე პრეზიდენტი შეძლებს თუ არა მონაწილეობის მიღებას, ჩვენთვის ეს უცნობია. მას აქვს, ბუნებრივია, სურვილი, რომ ყველა პროცესში იყოს აქტიურად ჩართული, თუმცა, ჯანმრთელობის მდგომარეობა მისცემს თუ არა ამის შესაძლებლობას და პენიტენციური სამსახური, ამის შესახებ ჩვენ გავიგებთ პროცესის მიმდინარეობის დროს," - ამბობს ადვოკატი, შოთა თუთბერიძე. ამ წუთებში საქალაქო სასამართლოსთან საპროტესტო აქცია იმართება, ადგილზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრები და მხარდამჭერები არიან შეკრებილები. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა