თეგებით ძიება

23 ნოემბერს კონკრეტულ ადამიანებთან დაკავშირებითაც იქნება გადაწყვეტილებები მიღებული - ლევან ხაბეიშვილი

წინა სასამართლო სხდომაზე პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადება, ცხადია, ნიკა მელიას ეხებოდა - 23 ნოემბერს კონკრეტულ ადამიანებთან დაკავშირებითაც იქნება გადაწყვეტილებები მიღებული, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადა, სადაც დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

კითხვაზე, მიწვეული იქნება თუ არა 23 ნოემბერს დაგეგმილ ღონისძიებაზე პარტიის ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია, ხაბეიშვილმა თქვა, რომ „მოსაწვევი საჭირო არ იქნება, 23 ნოემბერი საქართველოს მოქალაქის გამარჯვების დღეა და ყველას შეუძლია მისვლა, ვისაც გაუხარდება“.

„წინა სასამართლო სხდომაზე პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადება, ცხადია, ნიკა მელიას ეხებოდა. მანიფესტი, რაზეც პრეზიდენტმა სააკაშვილმა თქვა, მისი ინიციატივაა. „ნაციონალური მოძრაობა“ ვუერთდებით და მივესალმებით ყველა იმ მანიფესტს, რომელიც მოწოდებული იქნება ერთობისკენ. ამიტომ, დაველოდოთ 23 ნოემბერს. მნიშვნელოვანი თარიღია და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებიც იქნება“,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა