„გარდაიცვლება ერთ-ერთი პოლიტიკოსი“ - გოგა მანიას მორიგი წინასწარმეტყველება
ეზოთერიკოსი, გოგა მანია მორიგ წინასწარმეტყველებას აქვეყნებს.
„დააკავებენ ქართველ პოლიტიკოსს, რასაც არავინ მოელოდა და დიდი აჟიოტაჟი ატყდება. ასევე, ერთ-ერთი პოლიტიკოსი გარდაიცვლება. მომღერალს სამართლებრივი პრობლემები შეექმნება. შესაძლოა, ისეთ ნივთებზე და მოხმარებაზე იყოს საუბარი, რაც კანონით იკრძალება და მას მსგავსი პრობლემები შეექმნება. რაც შეეხება საპატრიარქოს, ერთ-ერთი მეუფის გარდაცვალებაზე იქნება საუბარი,“ - ამბობს გოგა მანია.